ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 4221 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3999 ადამიანი, გარდაცვლილია 55.