,,პუტინი მკვლელია“ – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე წერს.
კონგრესმენი, ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი ტირანია, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარული ადამიანებია.
,,რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე; პუტინი მკვლელია. ის არის ტირანი, რომლის სამიზნეც თავისუფლების მოყვარული ადამიანები და მათი არჩევანია. ის დაეხმარა ასადს, მოეკლა სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვი და აწამეს აქტივისტები ბელარუსში. ის თესავს ქაოსს და მთელ მსოფლიოში დაუსჯელად მოქმედებს. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ამერიკას“, – წერს კინზინგერი.