“ქართული ოცნება “უკვე აღარ მალავს პუტინიზმს – ასე ეხმაურება ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
,,ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს. ივანიშვილისა და სხვების სანქციების დროა, მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს.
ღარიბაშვილი სხვისი გავლენის ქვეშაა და ეს ქართველი ხალხი არაა,” – წერს კინზინგერი.
ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელ ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილი იყო.
ავტორი