ჩოხატაურის საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი ბაჩო ახალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც კოხნარში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს.
“შევეცადეთ ჩვენივე ძალებით გაგვეწმინდა კილომეტრ- ნახევარი გზა ნიჩბებით, რომ თბლისიდან წამოსულ მოხალისე ბიჭებს შევხვდეთ გზაში და ადამიანებს საკვები მივუტანოთ. ვერ ხერხდება ვერცერთი გამავლობის მანქანის ამოსვლა სოფელში. ამ დრომდე ხელისუფლების მხრიდან არ ხდება არანაირი რეაგირება. ადამიანები მიტოვებულები არიან ბედის ანაბარად. ვცდილობთ, რომ ჩვენივე ძალებით გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. შუქი არ არის, რიგ სოფლებში წყალი არ არის. არის სახლების ნგრევის საშიშროებაც”,_ ამბობს ბაჩო ახალაძე.
ინფორმაციისთვის, გუშინ საღამოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტში გზების გამწმენდ სამუშაოებში ჰეპსბოლერები ჩაერთო, რომელთაგან ერთი კოხნარის მიმართულებით წავიდა ცენტრალური გზის გასაწმენდად. თუმცა, შიდა სასოფლო გზები გასაწმენდი რჩება.