„იმის მაგივრად, რომ დღეს უმთავრესი გამოწვევად გამოცხადდეს დაქცეული ეკონომიკა, გაღარიბებული მოსახლეობა, ადამიანები პირისპირ დატოვეს მომავალი ზამთრის, ბანკების ვალების წინაშე და „ოცნების“ მთავრობა მთავარ გამოწვევად ისევ „ ნაციონალების“ დამარცხებას თვლის და კოვიდზე გამარჯვებაზე გვესაუბრება, მაგრამ თუ ამ კოზირსაც ბოლომდე დაკარგავენ, ველოდები როდის გამოგვიხადებენ საკრალურ 100 რიცხვს და მერე ჩაგვკეტავენ კიდეც“, _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ „ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს.
„ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიცხადა, რომ უკვე ძალიან წარმატებულ და ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ, მნიშვნელობა აღარ აქვს ოცეულს წარმოგვიდგენენ, თუ ასეულს, ფაქტია, ივანიშვილი არაფრის შეცვლას არ აპირებს.
მისი ბოლო განცხადების შემდეგ კი, შთაბეჭდილება იგივე იყო, რაც ტიკ-ტოკის ნახვის შემდეგ _ ის ამ ქვეყანაში არ იმყოფება!
ამას გარდა,უმთავრესი!
როდესაც ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, ხდება ფორსმაჟორული და როდესაც კოვიდის ასეთი შემოტევა გვაქვს, მაინტერესებს როდის შეივსება კოვიდ 19-ის ფონდი, სადაც მილიონობით ლარი იყო მობილიზებული, რომელიც მთავრობამ, პარტია „ქართული ოცნების“ სახელით, სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყენა და ახლა სრულიად გამოცარიელებულია?!“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე. (R0