კურო
კურო მიწის ნიშანია. ამიტომ ურთიერთობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას. მას მოსწონს მშვიდი ურთიერთობები. იგი არ არის კონფლიქტური და ვერ იტანს სიტუაციის დაძაბვას. კურო ემოციური ნიშანია. ამიტომ ემოციურ ტკივილს, რომელსაც მას საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი აყენებს დიდხანს ვერ ივიწყებს. შესაბამისად, საიმისოდ, რომ გული არ ეტკინოს, იგი უკანმოუხედავდ წყვეტს ხოლმე ურთიერთობას ადამიანთან, ვინც გამიზნულად ცდილობს ისარგებლოს მისი მოთმინებით ან სიმშვიდით.
ლომი
ამაყი, თავმოყვარე, თუმცა საოცრად დიდსულოვანი ნიშანია. ლომებმა სიყვარული მთელი არსებით და გულით იციან. ისინი საკუთარ თავს მთლიანად უძღვნიან საყვარელ ადამიანებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათი გულწრფელობა არ დააფასეს ან ბოროტად გამოიყენეს, ლომი აუცილებლად მიატოვებს უმადურს. თანაც ისე, რომ მასთან ურთიერთობას არასოდეს დაუბრუნდება.