ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია გამიზნულად მოიქცეს ისე, რომ არ განიცადოს წარუმატებლობა. მათთვის წაგება აუტანელია. ამიტომ ხშირად თავიანთ ნიჭსა და ღირებულებებს გადამეტებულად წარმოაჩენენ. მათ ხშირად ავიწყდებათ ის, რომ დიდი ხანია ქალწულების არასწორი თვითშეფასება გარშემომყოფებმა საკმარისად იხილეს. ქალწულს შეგიძლიათ ყოველთვის დაეყრდნოთ, ვინაიდან საუკეთესოდ შეასრულებს დავალებას დადგენილ ვადებში.
მორიელი
მორიელი მხოლოდ საკუთარ თავშია დარწმუნებული. ეს ნიშანი ნამდვილი ეგოისტია და საკუთარ თავზე არ ერიდება ხმამაღლა საუბარს. შესაბამისად, არც თავის ნიჭს და უნარებს მალავს. მორიელები ხშირად სიტუაციიდან ცუდ მდგომარეობაში გამოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთ თავზე საკმაოდ დიდი წარმოდგენა ჰქონდათ. მათ შეუძლიათ ყველაფერს დამოუკიდებლად გაართვან თავი. ასეთი მიდგომა კარგია, მაგრამ იდეალურობისთვის უფრო რეალისტები უნდა იყვნენ.
მშვილდოსანი
გამოუსწორებელი ოპტიმისტები, რომლებსაც პოზიტივი მოაქვთ გარშემომყოფებისთვის. ეს მშვენიერი თვისებაა, რის გამოც ბევრს უყვართ. კოლეგები და მეგობრები ხშირად აძლევენ „კიდევ ერთ შანსს“, მაგრამ მესამე შანსის შემდეგ უკვე საკუთარ თავში აღარ არიან დარწმუნებულნი. ამიტომ რჩევის სახით: ძვირფასო მშვილდოსნებო, ჯერ რეალურად შეაფასეთ სიტუაცია და შემდეგ შეუდექით საქმეს გადამდები ოპტიმიზმით.
ავტორი