სოციალურ ქსელში, ფეისბუქის მომხმარებელი თამუნა ღლონტი სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ამ ქვეყანაში გინდა ქუჩების დეზინფექცია გააკეთე, გინდა პირბადე გამოუშვი, გინდა კარანტინი გამოაცხადე, არაფერს აქვს აზრი… ადამიანების შეგნებამდე ვერ დავიდა, რომ ერთმანეთს არ ესტუმრონ და საჩუქრად კოვიდ 19 არ მიუტანონ. ვითომ იმალებიან, მაგრამ დაბადების დღეებსაც იხდიან და სხვა წვეულებებსაც. კარგით, რა!!! დაეტიეთ სახლში! უკვე ამოვიდა ყელში ამდენი ადამიანის უპასუხისმგებლობა. უკვე ისეთი მდგომარეობაა, იქნებ ვინმემ მაღაზიაში, აფთიაქში ან ქუჩაში აიკიდოს ეგ ავადსახსენებელი ვირუსი და სხვებს რაღას ერჩი, დარჩი სახლში, შე ოჯახაშენებულო! მომიტევეთ მეგობრებო, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ ამ თავაშვებული და შეუგნებელი ადამიანების პარპაშის გამო. ახლა თქვენ ნახეთ აღდგომას სასაფლაოზე ჭიკის მიჭახუნება და ხვევნა-კოცნა, იმ იმედით, აქაოდა, სპირტი დეზინფიცირების კარგი საშუალებააო. გთხოვთ, დაისვენეთ წელს მეგობრებო და მორჩით ხეტიალს!“_ წერს სოციალურ ქსელში თამუნა ღლონტი.