ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოშიმშილე დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას განცხადებას რიგგარეშე სხდომის დანიშვნის უარყოფაზე, განცხადებით პასუხობენ _ ბესო ქათამაძის თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.
იგივეს ამბობს საკრებულოს წევრი დავით მჟავანაძე, რომლის თქმით, კონკრეტული მოთხოვნები ხვალ, სამ საათზე დაგეგმილ აქციაზე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საკრებულოს წევრები _ დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე მეოთხე დღეა შიმშილობენ
მათთან ერთად დეპუტატი თორნიკე გოგუაძეც შიმშილობდა, თუმცა, როგორც მან გვითხრა, აქცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყვიტა.
ოზურგეთელ დეპუტატებთან ერთად, გუშინს შემდეგ ფოთელი დეპუტატი დარეჯან ცხვიტარიაც შიმშილობს.