„ადამიანებს სჭირდებათ სამუშაო ადგილები, გადარჩენის პროგრამა და არა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცებს თურმე დაეხმარებიან!“ _ ასე ეხმიანება, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემიერ გახარიას განცხადებას, „ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილების მორიგი ერთჯერადი დახმარებების შესახებ.
„თუ სახელმწიფო არ შეკვეცავს ამ ფინანსურ დახმარებებს და პირდაპირ არ შეძლებს ადამიანების დახმარებას, ეს იქნება ისევ და ისევ ფიქცია და ახალი 420 მილიონი აღმოჩნდება ისევ ბანკირების ჯიბეში!
ანუ, ის მოვლენები, რომლებიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, არ არის ფინანსური კრიზისი, ეს არის ეკონომიკური კრიზისი.
ჩვენი მთავრობა კი, ამ ეკონომიკურ კრიზისის დამარცხებას, ისევ ფინანსური კრიზისთან ბრძოლის მეთოდებით ცდილობს და იმის მაგივრად, რომ სამუშაო ადგილები შექმნან და კონკრეტული გადარჩენის პროგრამა აამოქმედონ, ისევ არიგებენ ფულს, რასაც აუცილებლად მოყვება გარღვევა, ფასების კატასტროფული ზრდა….
სწორედ ამაზე ვაფრთხილებდი პანდემიის დაწყების პირველივე დღეს, ეკონომიკურ გუნდს და პრემიერ გახარიას, რომელიც დღეს შფოთავს, რომ ეკონომიკა თურმე ღრმა რეცესიაში შედის“, _ აცხადებს ჭიჭინაძე.