ეს დიეტები შემუშავებულია ცნობილი ნატუროპათის – პიტერ ო’ადამის მიერ. მისი გათვლებით, სისხლის ჯგუფი მნიშვნელოვანი გენეტიკური ფაქტორია, რომელიც ჯანმრთელობის ბევრ კომპონენტზეა პასუხისმგებელი.
პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის სასარგებლოა:
მოერიდეთ ნახშირწყლებსა და მარცვლეულებს (მათ ყველაზე მეტი სიმჟავე გააჩნიათ და შესაბამისად, მუცლის ტკივილს ხშირად იწვევს);
დაკავდით სხვადასხვა ვარჯიშით, რომელიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვებისა და კუნთოვანი „კორსეტისთვის“, მაგალითად, როგორიცაა სირბილი.
მეორე სისხლის ჯგუფისთვის სასარგებლოა:
ვეგეტარიანული დიეტა;
სუფთა, ახალი ორგანული საკვები;
იოგა, ტაი-ძი და მედიტაცია სტრესის მოსახსნელად.
მესამე სისხლის ჯგუფისთვის:
მოერიდეთ სიმინდს, ტომატს, არაქისს, შირბახტს, რომელიც წონაში მომატებაზე აისახება თქვენს შემთხვევაში;
მიირთვით ძროხის, კურდღლის ხორცი, მწვანე პროდუქტები და კვერცხი;
ითამაშეთ ჩოგბურთი, ისეირნეთ ველოსიპედით, იარეთ ფეხით.
მეოთხე სისხლის ჯგუფისთვის:
მოერიდეთ ალკოჰოლსა და კოფეინს, განსაკუთრებით, სტრესის დროს;
მიირთვით ტოფუ, ზღვის პროდუქტები და მწვანე ხილი;
მოერიდეთ გრილზე შემწვარ ხორცს;
მიირთვით ცოტა და ხშირად.