ამერიკელი ფსიქოლოგი ივლინ კანი წიგნში „ინდივიდუალობის ამოცნობის 1001 ხერხი“ ამტკიცებს: იმის მიხედვით ადამიანი რას მიირთმევს, რომელ საკვებს ანიჭებს უპირატესობას, შეიძლება მისი ხასიათის თავისებურებების ამოცნობა.
მისი კოლეგა ოლაფ ლინდსტრემიც ფიქრობს, რომ გზა ადამიანის ხასიათის ამოცნობისკენ მის კუჭზე გადის. ნორვეგიის უნივერსიტეტმა, რომელმაც პროფესორ ლინდსტერმის კვლევისათვის ნახევარი მილიონი კრონი (200 ათას დოლარზე მეტი) გამოყო, აღიარა მისი დასკვნების მეცნიერული ღირებულება.
ამ მეცნიერების მიერ შედგენილ ჩამონათვალში მოძებნეთ ის პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვართ და საკუთარ თავზე ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.
ვაშლი გიყვართ? – გულმოდგინე და ოდნავ ძველმოდური ხართ.
მარწყვს ანიჭებთ უპირატესობას? – დახვეწილი გემოვნება გაქვთ, გიყვართ ლამაზი ნივთები.
ტკბილეულობა გიყვართ? – კარგი მუსიკალური მონაცემები გაქვთ.
მაგიდაზე ყოველთვის გაქვთ პრასი? – თქვენ ინტელექტუალი ბრძანდებით, შესანიშნავად გაქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნება.
სტაფილოსა და ისპანახზე გიჟდებით? – ნუ მიეცემით ცუდ აზრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მელანქოლიკად გადაიქცევით.
ყოველდღე ამზადებთ კომბოსტოს (ყვავილოვანი, ბრიუსელის) კერძებს? – კამათისას გონიერებას იჩენთ, მაგრამ არასოდეს გასცემთ ფულს სესხად და ძალიან ანგარიშიანი ხართ.
ჭკუას კარგავთ კარტოფილზე? – თქვენ გაწონასწორებული ხართ და საკმაოდ კარგად ეგუებით სხვის აზრს.
სიამოვნებით მიირთმევთ პომიდორს? – შვილები და ოჯახი თქვენი ცხოვრების აზრს წარმოადგენენ.
ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა გიყვართ? – ძალიან მიზანდასახული ხართ.