საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სპეციალურ ანგარიშს, “საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ” აქვეყნებს.
“ანგარიშში მიმოხილულია კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე, 2 თვის განმავლობაში, ის ძალადობრივი მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს სამოქალაქო სივრცის შევიწროებას საქართველოში.
ანგარიშის თანახმად, ადგილი აქვს შემდეგი უფლებების დარღვევებს:
ფიზიკური ხელშეუხებლობა;
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება;
გამოხატვის თავისუფლება;
თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება.
ანგარიში ასევე მიმოიხილავს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ რეპრესიულ მეთოდებს.
საია განაგრძობს უფლებადარღვევების დოკუმენტირებასა და დაზარალებული პირების დაცვას.
მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოავლენს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს”,_ამბობენ საია-ში.