ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, უკანასკნელ 50 წელიწადში ადამიანის სიმაღლე, საშუალოდ ხუთი სანტიმეტრით გაიზარდა, მომავალში კი ის კიდევ 2,5 სანტიმეტრით გაიზრდება.
ტანთან შედარებით გაიზარდა ქალის ფეხების სიგრძე და ტერფების ზომაც. თუ დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ზომა 37-ია, მომავალში 39 გახდება.
ქალის სხეულის მოცულობა ყოველ 10 წელიწადში 2,5 სანტიმეტრით იზრდება. ასეთი ტემპით, 50 წლის შემდეგ საშუალოდ ქალის გარშემოწერილობა 12 სანტიმეტრით მოიმატებს. ე.ი. არამარტო ვიზრდებით, ვსუქდებით კიდეც.