https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ადამიანისა და გარემოს მეგობრობა _ ბიოსფერული რეზერვატის შექმნის წინაპირობა დედოფლისწყაროში

6:08; 25.08.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროკავშირი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წლებია, გარემოსდაცვით ინიციატივებს უჭერს მხარს, რისთვისაც არაერთ პროექტს ახორციელებს. ერთერთი ასეთი პროექტია _ „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი აღმოსავლეთ საქართველოში კახეთის ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნების ნომინაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თუშეთისა და ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატების შექმნა.

ბიოსფერული რეზერვატი გრძელვადიან პერიოდში რეგიონის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით. იგი ხაზს უსვამს ტერიტორიის გამორჩეულობას და ხელს უწყობს მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონიომიკის განვითარებას.

პროექტის მიზნებისთვის, კახეთის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით, მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა და სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა. სწორედ სხვადსხვა დაინტერესებული მხარის მუშაობის შედეგად, მიმდინარეობს ვაშლოვანის ბიოსფერული რეზერვატის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავების პროცესი. დოკუმენტი იუნესკოს ნომინაციაზე რეგიონისთვის ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მოსაპოვებლად იქმნება.

„ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჯერ არცერთ ტერიტორიას არ აქვს მინიჭებული. კახეთი ამ მიმართულებით პირველი იქნება, რაც მთლიანად შეცვლის კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესსაც. დოკუმენტზე მუშაობის დაწყებამდე ამ პროცესს წინ დიდი მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა – მიმდინარეობდა ფონური კვლევები, თუ რამდენად შეიძლებოდა კახეთში, დედოფლისწყაროში, ბიოსფერული რეზერვატის დაარსება. კვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ეს რეგიონი იძლეოდა საშუალებას, სადაც შესაძლებელია, დაარსდეს ბიოსფერული რეზერვატი. ამის შემდეგ, დაიწყო ახალი ეტაპი, ახალი პროექტი, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ“, _ ასე აფასებს დედოფლისწყაროში ბიოსფერული რეზერვატის მნიშვნელობას კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პროექტების კოორდინატორი ლალი თევზაძე.

ლალი თევზაძე

ლალი თევზაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით შეიძლება სრულყოფილი სურათის ასახვა დოკუმენტში, რადგან ბიოსფერული რეზერვატის რუკის შედგენისას, ვერცერთი ექსპერტი ვერ შეძლებს იმ უნიკალური ინფორმაციის შეგროვებას, რასაც თავად ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან ისინი გაცილებით უკეთ იცნობენ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ.

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს საქართველოს ერთ–ერთი მარგალიტი – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, შესაბამისად, ბუნებასთან ურთიერთობა დედოფლისწყაროელი ადამიანისთვის ორგანული და გათავისებულია. ბიოსფერული რეზერვატიც დაცული ტერიტორიების ერთგვარი გაგრძელებაა. სხვაობა ის არის, რომ შეზღუდვები გაცილებით ნაკლებია და შესაბამისად ნაკლებია პოტენციური კონფლიქტი ბუნების დაცვასა და ეკონომიკურ საქმიანობას შორისაც. ბიოსფერული რეზერვატიდან მოსახლეობას დიდი სარგებლის მიღება შეუძლია, ამ სტატუსის ქვეშ, ისინი ინარჩუნებენ და უფრთხილდებიან გარემოს, ერთვებიან გარემოს დაცვის კუთხით მდგრად ბიზნესებში, ამავდროულად, იზრდება ბიზნეს სექტორის დაინტერესებაც, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა დედოფლისწყაროს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში პრიინციპულად დადებით და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, _ ასე განმარტავს რეგიონისთვის ბიოსფერული რეზერვატის არსებობის მნიშვნელობას  დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.

ნიკოლოზ ჯანიაშვილი

დედოფლისწყაროს მერი პროექტის აქტივობებზე გვიყვება, თუ როგორ იგეგმება ადგილობრივ მოსახლეობაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, დაიწყება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. შეხვედრების დაწყებას მუნიციპალიტეტში გაცილებით ადრე გეგმავდნენ, თუმცა, Covid-19-ის გამო, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია რამდენიმე თვით დაგვიანდა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, პროექტების სხვა დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით გამოწვევები არ შეხვედრიათ.

რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებასა და მოსახლეობის ინფორმირებას, ამისთვის დედოფლისწყაროში ორი ინფრასტრუქტურული  პროექტი მოეწყობა, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული მიმართულება მთლიანი პროქტის ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ამირან კოდიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით შეუერთა, პროფესიით ეკოლოგია, რომელსაც გარემოსდაცვითი მიმართულებით 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. იგი ამავე პროექტის მენეჯერია და თავის გამოცდილებას ყოველ ნაბიჯზე უზიარებს როგორც პროექტში ჩართულ მხარეებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. ამირანი გვიყვება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ბიოსფერული რეზერვატის დაარსების პროცესში:

„თუკი მოსახლეობა მეგობრულადაა განწყობილი გარემოსადმი, ბუნებისადმი და ფიქრობს იმაზე, თუ როგორ არ ავნოს ან ნაკლებად ავნოს გარემოს, ან პირიქით, როგორ ასარგებლოს ბუნება, ჩვენ ვიღებთ ბიოსფერული რეზერვატის მდგომარებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სტატუსის მიღების საშუალება გვეძლევა; ამიტომაა საჭირო, რომ მოსახლეობას ავუხსნათ – მიწა არ არის უბრალო, შავი მასა, მიწა არის ცოცხალი გარემო, ცოცხალი ეკო სისტემა, სადაც სიცოცხლე დუღს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ამ ნიშნით დაიგეგმა, რომ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცეთ ადამიანებს. ამისთვის, მუნიციპალიტეტის შენობაში გამოიყოფა სივრცე, რომლის სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ეს იქნება ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო ცენტრი, სადაც განთავსდება ბეჭდური მასალა, საინფორმაციო ბუკლეტები, ფოტოები დედოფლისწყაროში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და აგრო-ბიომრავალფეროვნების შესახებ“.

ამირან კოდიაშვილი

ამირანი საინფორმაციო ცენტრის იდეას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. გვიყვება, რომ ცენტრს ექნება ინტერაქციული დაფა, სადაც განთავსდება ინფორმაცია, თუ რა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენები თუ პროექტები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში, რაც ხელს უშლის ან უწყობს რეგიონში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის მოპოვებას:

„მაგალითად, ახლა იწყება ე.წ. ხანძრების პერიოდი, როდესაც მოსავლის აღების შემდეგ მოსახლეობა იწყებს ყანების გადაწვას, ეს არის ცალსახად ცუდი მოვლენა და პრაქტიკა. ჩვენ ახლა გავხსნით ამ საინფორმაციო ცენტრს და მოსახლეობას ექნება საშუალება, მსგავსი პრობლემები გააპროტესტოს, მოვიდეს და ინტერაქციული დაფის საშუალებით განაცხადოს მსგავსი ნეგატიური მოვლენების შესახებ. ან, მაგალითად, განვათავსებთ ინფორმაციას და ავხსნით, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ამბავი, რომ წელს ქურციკების მეხუთე თაობა, რომელიც საქართველოში აქამდე გამქრალი იყო, დაიბადა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა ეს ცხოველი 100-ზე მეტია. ამ ეკო სისტემისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, შესაბამისად, ინტერაქციული დაფა სწორედ მსგავი ინფორმაციის მნიშვნელოვნებას გაუსვამს ხაზს. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ბიოსფერული რეზერვატი ეს არის საერთაშორისო სტატუსის ქოლგა, რომელიც გეფარება და მთელ მსოფლიოს ამცნობს, რომ აქ თუ ჩამოხვალ, ფანტასტიკურ ადგილებს ნახავ, მიირთმევ ჯანსაღ პროდუქტებს, რაც ძალიან საჭიროა ტურისტული ზონის განვითარებისთვის რეგიონში“, _ აღნიშნავს იგი.

მეორე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რეგიონში ევროკავშირის ფარგლებში ხორციელდება, არის ფრინველთა სათვალთვალო კოშკურა. კოშკურა ბუნების ძეგლის – არწივის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს _ „ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ბიოსფერული რეზერვატი, რით განსხვავდება ის დაცული ტერიტორიისგან და რაც მთავარია, უნდა იცოდეს, რა სარგებელი ექნება ადგილობრივ მოსახლეობას ბიოსფერული რეზერვატისგან. ამისთვის პროექტში დაგეგმილია სადემონსტრაციო აქტივობები, რომელიც განკუთვნილია არა მარტო ტურისტების, არამედ, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მაგალითად, ასეთია კოშკურა, ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა. ეს იქნება საჯარო ადგილი, საჯარო ინფრასტრუქტურა, რომლით სარგებლობაც შეეძლება ყველა ადამიანს. ფრინველების მოყვარულ ადამიანებსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს, შესაძლებლობა ექნებათ, ბინოკლებითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობების საშუალებით, დაათვალიერონ არწივის ხეობის ბინადარი მშვენიერი ფრინველები, დაუახლოვდნენ ბუნებას, გარემოს და გაუჩნდეთ მასზე ზრუნვის სურვილი“ – ამბობს ამირან კოდიაშვილი.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პროექტების კოორდინატორის, ლალი თევზაძის თქმით, “პროექტის ორივე მიმართულების პარალელურ რეჟიმში აქტიურად მუშაობაა საჭირო, რადგან მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამიტომაა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც პარალელურ რეჟიმში, რადგან დუკუმენტის მომზადებასთან ერთად, მოსახლეობაც მზად იყოს სტატუსის მოსაპოვებლად.

ბიოსფერული რეზერვატის დაარსება ნიშნავს, რომ იგი აღიარებული უნდა იყოს იუნესკოს, ადამიანის და ბიოსფეროს პროგრამის მიერ. ეს არის საერთაშორისო აღიარება და აღიარებული ტერიტორეიები. წლის ბოლოს, დეკემბერში, კახეთი წარდგება ამ ნომინაციაზე. წარდგენის შემდეგ, კომიტეტიდან სამი თვის განმავლობაში მივიღებთ შენიშვნებს, რომელსაც გავითვალისწინებთ, შევასწორებთ და ეს იქნება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი. საბოლოოდ კი, ვფიქრობთ, დოკუმენტის წარდგენიდან დაახლოებით ორ წელში რეგიონს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი ექნება“, _ აღნიშნავს ლალი თევზაძე.

პროექტი ხორციელდება კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მიერ, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15 თებერვალი, 2026

„კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით კრიზისის მომხრე" _ დავით ჭიჭინაძე

„ჩვენში თხილი თხილს, უცხოეთში კი თხილს ნუში ეჯიბრება?“ : გურულის ახალი თავსატეხი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო