ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ამ წუთებში დაბა ურეკში ერთი ერთეული ექსკავატორი მუშაობს:
_ ამ ეტაპზე, დაბა ურეკის მესხიძის ქუჩის ბოლოს, მუშაობს ერთი ექსკავატორი და ხორციელდება მილხიდის ირგვლივ გაწმენდითი სამუშაოები.
ყაზაიშვილის თქმით, ეტაპობრივად ყველა არხი გაიწმინდება, მათ შორის, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული არხები.