ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში ინფიცირების 2576 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2371 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.