ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე უამინდობის შედეგად მომხდარი სტიქიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
_ უხვი ნალექის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა, დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, საყანე ფართობები, კომერციული ფართები, ადიდებული მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და საკმაოდ დიდი პრობლემები შეგვიქმნა სოფლებში, სურების მიმართულებით ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა დიდი რაოდენობით მიწის მასა, ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ჯგუფი, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.