ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მდინარეების ადიდების შედეგად დაიტბორა შიდა სასოფლო გზები და ქალაქის ცენტრალური ნაწილი.
„ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში. მდინარეების ადიდების შედეგად დაიტბორა შიდა სასოფლო გზები და ასევე, ქალაქის ცენტრალური ნაწილი.
სოფელ მაკვანეთში, ლიხაურში, ცხემლისხიდში მოსულმა ნიაღვარმა დატბორა სათხილეები.
სოფელ მთისპირში უამინდობით გამოწვეული დაზიანებების გამო ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.
ადიდებულმა მდინარემ მწყობრიდან გამოიყვანა წყლის მიმღები სისტემა. წყალმომარაგების კომპანია, შპს „სატისის“ ტექნიკური ჯგუფი ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მუნიციპალური ტექნიკა უწყვეტად ახორციელებს სალიკვიდაციო სამუშაოებს, _ გვითხრეს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.
[sexy_author_bio]