ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი დაჭრეს.
ექიმები აცხადებენ, რომ მდგომარეობა კრიტიკულია. მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოგრიჭიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მეუღლემ დაჭრილი იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
ამ დროისთვის საქმის სხვა დეტალები უცნობია.




































































