რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახუმარო ლექსის სახით პოსტს აქვეყნებს სათაურით _ ლევანის ფიქრები, ოდეს გზაჲ იგი ვაქცინაციისაჲ განვლო.
ბევრი ვიკითხე და ამატირა
უსაყვარლესმა ჩემმა ოვიდმა,
ადრე კაგებემ დამაპატიმრა,
დამაპატიმრა ახლა კოვიდმა.
მითარგმნია ევრიპიდე,
მითარგმნია სენეკა
და მფარველად მომევლინა
ახლა ასტრა-ზენეკა!
დღეს ლევანი მაგარია,
დღეს ლევანი კაცია,
გაიარეთ, ხალხო, ყველამ
კოვიდვაქცინაცია! _ წერს ბერძენიშვილი.