,,ძალიან დაპატარავდა პარლამენტი თავისი შემადგენლობით და ივანიშვილმაც ალბათ უკვე დაინახა, რომ ამათ იმედად არ შეიძლება იყო”, _ ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
“არსებობს პარლამენტი, არის პოლიტიკური ურთიერთობები და არის ადამიანური ურთიერთობები. მაგრამ ადამიანი როდესაც პიროვნულში გადადიხარ, იქ უკვე პატარავდები. ჩვენ გუშინ მოვუსმინეთ პრემიერს, შს მინისტრს და ისინი იმდენად დამამცირებელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომ ბოლომდე ისიც კი ვერ თქვეს, რა ევალებოდათ. ისე დაიტოვეს უკან დასახევი გზა, მე დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ხელს ივანიშვილს დაადებენ”, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.