საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ზურაბ ნეფარიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ამის შესახებ ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ამჟამად ნეფარიძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ნეფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხეში გაიმართა, ბრადებულმა თქვა, რომ მას საგამოძიებო უწყება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდა. ამის შესახებ დღეს მედიასთან ნეფარიძის შვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, მამის წინააღმდეგ ჩვენება შანტაჟის გამო მისცა.
“ბრალდებულმა ზურაბ ნეფარიძემ დააყენა პროკურორ ბექა ეჟიშვილის აცილების საკითხი. ის სასოწარკვეთილებამდე მივიდა და გუშინ სუიციდის მცდელობაც კი ჰქონდა. ამბობს, რომ სიცოცხლე არ უნდა. ფსიქოლოგებიც გამოვკითხეთ. ის სპეციალური კონტროლის ქვეშ არის აყვანილი”, – განცხადა ქარჩავამ.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა საქმის პროკურორის აცილებაც ითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბექა ეჟიშვილმა განმარტა, რომ ნეფარიძის მიერ გამოთქმული ინფორმაცია შანტაჟთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. პროკურორი მზად არის რომ საქმეზე გამოძიების კითხვებსაც.
1tv.ge