ლონდონის ჰითროუს აეროპორტში 50 ცალი 1 წლამდე ნიანგი ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისინი სატრანპორტო წესის დარღვევით გადაჰყავდათ. კერძოდ, ნიანგები პატარა სივრცეში იყვნენ მოთავსებულები და ერთმანეთს ადგილის გამო ეჩხუბებოდნენ.
გავრცელებული ცნობით, 1 ნიანგი დაიღუპა. 49 ნიანგს კი ხელახლა დააბინავებენ.