“უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის, დაჩქარებულ რეჟიმში განხილვის პასუხად, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, პარლამენტთან ისევ დაიწყეს შეკრება. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
საპროტესტო აქციის მონაწილეების კვლავ შეკრება და მობილიზება მას შემდეგ მოხდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტის განხილვა 9 მარტის მაგივრად დღესვე, დაჩქარებული წესით, მომხდარიყო.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ,,ქართული ოცნება” ცდილობს, რომ რუსული კანონი ჩუმად და მშვიდ ვითარებაში დაამტკიცოს.
“რაც დღეს მათ გააკეთეს, ეს არის ხალხის მოტყუება”,_ ამბობენ ისინი.
ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებას ისევ მოუწოდებს პარლამენტთან შეკრებისკენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “აგენტების კანონის” ბიუროზე იყო გატანილი.
როგორც იქ გადაწყდა, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს, იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტთან პროტესტის მონაწილეები ხუთშაბათამდე დაიშალნენ, “ოცნებამ” კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზე გაიტანა.
ავტორი