ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ მოლდოვამ „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიღება სრულიად შეწყვიტა – ამის შესახებ Reuters წერს.
მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვა აღარ მოითმენს გაზის გიგანტის „გაზპრომის“ მიერ დაწესებულ „შანტაჟს“ მიწოდების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.
პარლიკოვის თქმით, მოლდოვამ შეძლო ევროპული მიწოდების უზრუნველყოფა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 300 მილიონი ევროს (318 მილიონი აშშ დოლარი) კრედიტის წყალობით.
ვიქტორ პარლიკოვმა განაცხადა, რომ “გაზპრომი” 2022 წლის დეკემბრიდან მხოლოდ დროებით ოკუპირებულ დნესტრისპირეთის რეგიონს ამარაგებს. მაგრამ დნესტრისპირეთს, მისი თქმით, არასოდეს გადაუხდია გაზპრომს მიღებული გაზის საფასური.
„დნესტრისპირეთი ადრე არ იხდიდა გაზს და არც ახლა იხდის. „გაზპრომი“ იქიდან იღებს ვალებს. მაგრამ როცა (დანარჩენი მოლდოვა) გაზს იღებდა, რუსულმა კომპანიამ მიმართა მიწოდების შეწყვეტას, შანტაჟს“ – განაცხადა პარლიკოვმა.
ავტორი