ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„აღინიშნება შემთხვევების მატება. კლასტერი არ არის გამოვლენილი. ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა სოფელშია ფიქსირდება “,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 1620 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1480 ადამიანი, გარდაცვლილია 19 ადამიანი.
[sexy_author_bio]