აღმაშენებლის გამზირზე აქციისა და კონტრაქციის მიმდინარეობისას მოქალაქის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
დაშავებული გოგონა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობდა, ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, 23 ივლისს აქცია „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“ გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირზე ჩაიარეს, სადაც „ქართული მარშის“ ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. ორი აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ბოთლები, კვერცხები და სხვადასხვა საგანი დაუშინეს.