ვიეტნამში ჩატარებული ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი მღვიმე Son Doong გაცილებით დიდია, ვიდრე ამას დღემდე ფიქრობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბრიტანელმა მყვინთავებმა, რომლებმაც 2018 წელს ტაილანდში საფეხბურთო გუნდს დაეხმარნენ, გასულ თვეს ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნულ პარკში გამოქვაბულის წყალსატევის შესწავლა დაიწყეს.
ჩაყვინთვის შედეგად კი ახალი წყალქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც მღვიმეს სხვა უზარმაზარ მღვიმესთან აკავშირებს, რომელსაც Hang Thung-ს უწოდებენ.
როგორც ცნობილია, Son Doong-ის ფართობი 38, 5 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, აღმოჩენის შედეგად კი 1.6 მილიონ კუბური მეტრით გაიზრდება.