ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს პრესსამსახურის უფროსი გია ბაბილოძე მედიასთან საუბრობს და ამბობს, რომ არ იცის, რა ხდება, საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძის დაკავების შესახებ ინტერნეტის საშუალებით გაიგო. მისი თქმით, საკრებულოში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი არ გაუჩხრეკიათ.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, როგორც თავად ამბობენ, არც საკრებულოს დეპუტატებმა იციან რამე.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში სუს-ი ქალაქ ოზურგეთის მერიაში იმყოფება. თუმცა ჟურნალისტებს შენობის მეორე სართულზე ასვლის უფლებას არ აძლევენ.
მერიის პრესსამსახურის უფროსი ხათუნა შარაძე ამბობს, რომ არ იცის, რატომ არ აძლევენ ჟურნალისტებს მერიის მეორე სართულზე ასვლის უფლებას. მისი თქმით, არ იცის სუს-ი იმყოფება თუ არა ამ დროისთვის მერიაში.