ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი”, _ წერს მიხეილ სააკაშვილი.