აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ წარადგინა.
კანონში ცვლილების შეტანის შედეგად სამართლებრივად დარეგულირდება საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხი.
კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.