უკრაინისთვის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ბახვა ჩიქობავასთან დაკავშირებით, “ფეისბუქში” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი ბექა ხოფერია წერს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მისი ბიძა იყო.
“არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობთ მისით!
პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…
პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა _ ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით.
მშვიდობით ბახუ”, – წერს ბექა ხოფერია.