ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში, მოსკოვში, ქართულ ტაძარში გადაღებულ ვიდეოს და ფოტოს ავრცელებს, სადაც მომღერლის ცხედარი ესვენა.
„აი, ასე გამოგაცილეს მოსკოვის ქართული ტაძრიდან საქართველოს დროშით დედი. მთელი მოსკოვი იქ იყოო, დედიიიიიიი, ახლოს არ უშვებდნენ არავის, ზღვა ხალხი იყოო, დედიიიიიიი, ყველას უნდოდა ახლოდან დამშვიდობებაო, დედიიიიიი, განსაკუთრებული პატივი მოგაგეს შვილო, მგონი, იქაურებსაც არ ღირსებიათ ასეთი პატივი, ეს ვინ ყოფილხარ, შვილოოოოოოოო…
ახლა ჩვენ გელოდებით აქ ქართულ მიწაზე ქართული დროშით, შენ შენი გასაკეთებელი ქართული საქმე იქ უკვე გააკეთე, გენაცვალოს დედა შენ, შვილოოოოოოოოო“. _ წერს მომღერლის დედა.
ლევან კბილაშვილის ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.