როცა ვეუბნებოდი, ბექუნა, შენი ფოტოები სულ არ მიდევს, უნდა დავდო თქო, ყოველთვის მეუბნებოდა
“კაი, რა მარიამ, რა გამოსაჩენი მე ვარ, ჩემზე ბევრად მაგარი ბიჭები იბრძვიან აქო…
ძაალიან თავმდაბალი, ძალიან უბრალო, და ყველაფერთან ერთად ძალიან კეთილი იყო, ხანდახან ძალიან ბავშვურიც
და აი ასეთი დიდი ადამიანი დავკარგე, და დაკარგა საქართველომ..
ბედნიერი ვარ ყველა იმ წლებით, თვეებით, დღეებით, რაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან! _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში დაღუპული ბექა ლომაშვილის ახლობელი, მარიამ ჟვანია.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 11 კი დაიჭრა. როგორც “ქართული ლეგიონი” წერს, სამი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.