საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომღერალ სოფო ხალვაშის ბათუმის მერის მოადგილედ დანიშვნას ეხმაურება.
ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულ თანამდებობაზე სოფო ხალვაშის დანიშვნას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაპირებას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო სტრუქტურები პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდება, ასე ასრულებს.
„აი, თქვა ივანიშვილმა პროფესიონალები უნდა მოვიყვანოო და ასრულებს დაპირებას. ახლა მთავარია,”ბირჟა მაფიის” მიშკაც დაინიშნოს თბილისის ვიცე-მერად”, _ დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
ქალაქ ბათუმის მერს დღემდე ორი მოადგილე ჰყავდა, მესამე მოადგილის თანამდებობა კი ვაკანტური იყო.