„აი ია“ _ ასე ერქმევა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც გია გაჩეჩილაძე აფუძნებს.
გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, მომავალში, აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას.
„ის, რომ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში, პირველ რიგში უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა „აი ია“. ეს მოძრაობა ძალიან მალე დაფუძნდება. შემდეგ, ამ ხალხთან ერთად, ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და ვნახავთ, ამას რამდენად შევძლებთ. ეს ძალიან ძნელია ამ მოცემულობაში, ერთი პატარა სტუდიიდან, ამ ტელევიზიიდან, რომელსაც არც ფინანსები გააჩნია და არც არანაირი შესაძლებლობა, ვინაიდან იცით, პოლიტიკას როგორი რესურსები სჭირდება ყველა მხრიდან, მაგრამ რავიცი… მე მგონი, ქვეყანა იმ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ ის მოცემულობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია – ვერანაირ მომავალს ვხედავთ და ქვეყანა ერთ ადგილას არის გაყინული. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი კრიზისი და ასე თუ გაგრძელდა, არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ ექნება ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.