„ღმერთო რა კომიკურია ეს ყველაფერი. თან ამ ვითომ ადამიანის უფლებების დამცველების აი დამცველების! რბილი ლასიანი დამცველების მართლა გოიმების მხრიდან დამუნათება “იმედის”, თუ მათთვის “მიუღებელი ადამიანების.
აი, ვხარხარებ, რომ ვკითხულობ ამ უბადრუკი გოიმების პოსტებს! რაღაც ახალი ტრენდი რომ აქვთ და რომ ვითომ ემიჯნებიან კონკრეტულ ადამიანებს. რა გროტესკულები ხართ! ფელინის პერსონაჟები ხართ, როგორ გამარგინალდით, როგორ ვდარდობ თქვენს გამო.
რა სიებს ადგენთ, რა დღეში ხართ. ფაშისტები გიწოდეს, მე კიდევ მეცოდებით როგორც უკიდურესი გოიმები. თქვენი დამსახურებაა-თქვენი ასეთი დამაბულინგებელი პოსტების დამსახურებაა, რომ სრულიად არასამთავროების დისკრედიტაციას ახდენთ, გაამარგინალეთ ეს სფერო. აი, მეცოდებით, თქვენ ვითომ დამცველებო და ვისი? ისეთი ყალბები ხართ, ფულებს ითვლით?! საბრალოები!!! _ წერს სოციალურ ქსელში ტვ „იმედის“ პროდიუსერი სოფო ნიკოლაიშვილი.