აია-სოფიას ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურების შესასრულებლად ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თურქეთის რელიგიის საკითხთა სამმართველოს მეთაურმა ალი ერბაშმა, სტამბოლში, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიას ტაძარში მსახურებისთვის სამი იმამი და ხუთი მუეძინი დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ აია-სოფიას ტაძარში 24 ივლისს, 85 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმურ ღვთისმსახურებას შეასრულებენ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მეჩეთის სტატუსი მიენიჭა