თბილისში, სოროსის ფონდთან, სასულიერო პირებმა ფონდის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართეს.
როგორც ისინი აცხადებენ, ჯორჯ სოროსი თავის საქმიანობით სახელმწიფოს და საზოგადოების დეგრადირებას უწყობს ხელს.
„სწორედ ამ ფონდიდან ხდება არაერთი ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც პრესინგში ატარებენ ჩვენს ხელისუფლებას. სოროსი გაძევებულია თავის სამშობლოდან, მას აქვს აკრძალული საქმიანობა ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, ამერიკაში, სადაც ბოლოს იმყოფებოდა პეტიციაზე მიმდინარეობს ხელმოწერა. ის უნდა გამოცხადდეს ტეროროსტად. ის ფაშიზმს ახორციელებს. ახლა ცხოვრობს გერმანიაში და იქაც აქციები მიმდინარეობს, რომ გააძევონ. ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ ბათუმში, როდესაც წინ აღვუდექით სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზების შესახებ. საქართველოში არის ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“, რომელიც ემსახურება სოროსს. მინდა მოგიწოდოთ დედა ეკლესიის დაცვისკენ“ ,_განაცხადა მამა დავითმა.
როგორც აქციაზე ამბობენ, მათ ფონდის აკრძალვის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს.
მათი თქმით, ფონდი ნარკოლობისტური ორგანიზაციაა და მისი აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
ისინი ასევე ახალგაზრდებს, რომლებიც „გირჩს“ შეუერთდნენ დაფიქრებისკენ და პარტიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
აქციაში “ქართული მარშის” და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მონაწილეობდნენ.