ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ერთ-ერთი ძალიან საპატივცემულო, პროფესიონალი და ,,დკსჯეც” მაღალ თანამდებობაზე ნამუშევარი ექიმის პოსტის შემდეგ…. მეგობრებო, კოლეგებო და არა კოლეგებო, ვთანხმდებით, რომ უმნიშვნელოვანესი გზავნილი დღევანდელ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში უნდა იყოს ის, რომ კოვიდ-19 -ით გამოწვეული დაავადების სამკურნალო პრეპარატის არარსებობის პირობებში, შესაძლო ინფიცირებისა და სასიკვდილო გართულებებისაგან რეალური დაცვა—ვაქცინაციაა.
ამ დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზეც, რომ ვაქცინაცია, ცალსახად, ვირუსის გავრცელების სრული პრევენცია არ გახლავთ და კოვიდ-რეგულაციის მოთხოვნები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ, უკვე სიცოცხლის შენარჩუნებაა დღეს პრიორიტეტი მთელ მსოფლიოში. გადახედეთ ოფიციალურ სტატისტიკას, ნახეთ მძიმე გართულებებისა და ყოველდღიური გარდაცვალებების რიცხვი და შეადარეთ მათ შორის აუცრელთა და სრულად აცრილთა პროცენტული წილი. გააკეთეთ სწორი არჩევანი! აირჩიეთ სიცოცხლე, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია”, _ წერს სიმონიშვილი.