ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ანტივაქსერებთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და მათ აცრისკენ მოუწოდებს.
“აიცერი იმიტომ, რომ შენი შვილი გადაარჩინო!
აიცერი იმიტომ, რომ შენ სამსახურში უსაფრთხო გარემო შექმნა!
აიცერი იმიტომ, რომ არ გახდე სტატისტიკის ნაწილი!
აიცერი იმიტომ, რომ სხვა ჯერ არაფერი მოუგონიათ!
აიცერი იმიტომ, რომ შენ გვერდში ადამიანები არ დააინფიცირო!
აიცერი იმიტომ, რომ შენი ქვეყანა განვითარდეს და არ დაიხუროს კვლავ!
აიცერი, რომ სტუდენტი მივიდეს აუდიტორიაში და ბავშვები სკოლაში და ბაღში!!
აიცერი, რომ ექიმებმა ცოტათი მაინც ამოისუნთქონ და დაუბრუნდნენ თავინთ ყოველდღიურ საქმიანობას!
აიცერი იმიტომ, რომ ასეა საჭირო!
აიცერი და ნუ წაიღე ტვინი, რა!” _ წერს ზურა სიხარულიძე.