ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი აივ ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მიმდინარე წლის 3 ივნისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აივ ინფიცირების 227 შემთხვევა დადასტურდა
სულ ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულია 8853 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6612 – მამაკაცია და 2241 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1839 გარდაიცვალა.
2 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5561 პაციენტი
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.7 % (3158) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.7 % (4400) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.2 % (1093) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (112) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (49) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3313 შემთხვევა. მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა (2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1199; შემდეგ იმერეთში 1063; აჭარაში 1009; აფხაზეთში (532); კახეთში (444) ქვემო ქართლში (507); შიდა ქართლში (329); გურიაში (188); სამცხე-ჯავახეთში (121) და ა.შ.
2021 წელს გარდაიცვალა 46 აივ ინფიცირებული. 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი. 2021 წელს 46 გარდაცვლილთაგან 35 მამაკაცია და 11 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 47 – გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.