ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.
პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურისა და შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, განმეორებით, წარდგენილია მწერალ აკა მორჩილაძის კანდიდატურა.
წარმატება მას და სრულიად საქართველოს! _ წერია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფეისბუქგვერდზე.
ინფორმაციისთვის, აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე 2024 წელსაც იყო წარდგენილი. შარშან ეს ჯილდო სამხრეთკორეელ ჰან განს ერგო.