ქართველი ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. ის სოციალური ქსელით მოქალაქეებს მიმართავს.
“გთხოვთ წაიკითხეთ სულყველამ. ყველაფრის დაკეტვის და გაჩერების გამო ასობით ბავშვი დარჩა მშიერი. :/
მშობლების უმრავლესობა დღიურ მუშად, სახლის დალაგებით, ბოთლების ან ჯართის ჩაბარებით აჭმევდა შვილებს, ახლა სამი დღეა დავდივართ, ვარიგებთ და თითქმის არსად ერთი ლუკმა პური არ არის, ბავშვებს რომ აჭამონ:/
სახლში სხედან და რა ეშველებათ, არ იციან.:/
რა ხდება სახლებში, ვერ წარმოიდგენთ, საშინელი სანახავია მშიერი ბავშვები.
ჩვენ ათნი ვართ, ოთხი მანქანა გვყავს და ყველა რეკომენდაციის და უსაფრთხოების წესების დაცვით, სულ გაუჩერებლად ვივლით ყველა მხარეში, სანამ ეს უბედურება არ დამთავრდება!