ოზურგეთელ კოლორიტს, უხუცეს მსახიობს, სახალხო არტისტის გაბრიელ მდინარაძეს აკაკი ხორავას სახელობის პრემია განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა.
“კიდევ ერთი ჯილდო. თავისი პედაგოგის, აკაკი ხორავას სახელობის პრემია, განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გილოცავ “პაპუჩი“! მიყვარხარ და მეამაყები!“ _ წერს სოციალურ ქსელში გაბრიელ მდინარაძის შვილი, მსახიობი თამარ მდინარაძე.
გაბრიელ მდინარაძეს ეს პრემია სენაკში თეატრის გახსნის დროს გადაეცა. თეატრის გახსნას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.
ავტორი: გიორგი გირკელიძე