გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელ ვანში შიდა გზაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 493,888 ლარს შეადგენს. დაბა ჩოხატაურში დაიწყო ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 1 300 000 ლარს შეადგენს. სოფელ ხიდისთავში შიდა საუბნო გზაზე ცემენტო/ბეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 73142,59 ლარს შეადგენს. სოფელ ფარცხმაში ახალი წყალსადენის მშენებლობა დასრულების ფაზაშია. პროექტის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. სოფელ კოხნარში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 45,484 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
(R)