მართვის მოწმობის თეორიული სწავლების პედაგოგის ამირან სალუქვაძის ხუმრობები გურიაში ცნობილია. ერთ-ერთ სახუმარო ამბავს სოციალურ ქსელში მისი მოსწავლე ეკატერინე მგელაძე აქვეყნებს.
“გამომხედე აქეთ, მე აბდალი კი არ ვარ, მანქანებით კი არ ვთამაშობ, ნუ ოჯახობ მაგ წიგნში, არ წერია მაგაში მე რომ გეტყვი იგი!”
“აქანე შეიძლება გასწრება? გაასწრებ და ვერ შეგასწრობენ ზალაში! “
“აქანე მერიც მე ვარ და გუბერნატორიც! გათიშეთ მაი ტელეფონები!”
“წაი 87-ე ბილეთში, შენ არ წაი, რა გიწერია აქანე!”
“ამას არ ქვია დაწერილი დავალება?! სამი კაცი მოკალი გზაზე, რა გინდოდა გაზონზე! სა მიქენქერობდი?!”