ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ინფიცირების ერთი შემთხვევა დაბაში, ერთი კი გორაში გამოვლინდა.
ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევები ოჯახურ კლასტერს უკავშირდება.
ჯანდაცვის ცენტრში პსრ ტესტების პასუხებს კიდევ ელოდებიან.