ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში ინფიცირების 3309 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3204 ადამიანი, გარდაცვლილია 30. აქტიურია ინფიცირების 75 შემთხვევა.
75 ინფიცირებულიდან სტაციონარში 23, საკარანტინე სივრცეში 19, ბინაზე კი 33 ადამიანი მკურნალობს. თვითიზოლაციაშია 18 ადამიანი.